ესპანურ მედიაში რეალის მთავარი სატრანსფერო სამიზნეები სახელდება
მომავალ ზაფხულს მადრიდის ,,რეალი'' 3 მცველისა და 1 შემტევის გადაბირებას შეეცდება. ინფორმაციას AS ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ,,სამეფო კლუბი'' ,,ლივერპულის'' მარჯვენა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის, ,,ბაიერნის'' მარცხენა მცველის, ალფონსო დევისისა და ,,ლევერკუზენის'' ცენტრალური მცველის, ჯონათან ტას, ტრანსფერზე იმუშავებს.
არის იმის შანსი, რომ ,,რეალმა'' ეს ფეხბურთელები უფასოდ გაიფორმოს, რადგან თითოეულ მათგანს საკუთარ გუნდთან კონტრაქტი სწორედ 2025 წლის ზაფხულში ეწურება.
გარდა ამისა, მადრიდული გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ,,ლევერკუზენის'' შემტევი, ფლორიან ვირტცია, რომლის შეძენას არაერთი კლუბი, მათ შორის ,,ბარსელონაც'' ცდილობს.
🚨 ¡No ficha en enero! El Real Madrid apuesta por tirar con la cantera este curso y hacer las incorporaciones a partir de julio
— Diario AS (@diarioas) November 12, 2024
💰 Cuenta con tres sin coste y otra que requerirá de una inversión importante
🤔 ¿Qué te parece la decisión de aguantar hasta verano con lo que tiene? pic.twitter.com/00FatkeGwH