Belive

"ესპანეთისა და ევროპის საუკეთესო მეკარე გახდება" - პალოპი მამარდაშვილზე

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

26 მარტს ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერა და ამ ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გიორგი მამარდაშვილია, რომელმაც საბერძნეთის წინააღმდეგ თერთმეტმერიანების სერიაში ბრწყინვალედ ითამაშა.

გიორგი მამარდაშვილმა მეტოქის პირველი პენალტი მოიგერია და "ჯვაროსნებს" რწმენა და თავდაჯერება შემატა, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ახალგაზრდა ქართველი კიპერი "ვალენსიასა" და საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ფენომენალურ სეზონს ატარებს და თანდათან ყალიბდება, როგორც ლიდერი. "ღამურების" ყოფილი მეკარე ანდრეს პალოპი, მამარდაშვილის შესახებ მაჟორულ ნოტაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის აუცილებლად გახდება ესპანეთისა და ევროპის საუკეთესო მეკარე.

ის რომ მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, დიდებული ამბავია. ეს კარგია "ვალენსიასთვის" და მისთვის. მას აღმოაჩნდა სიმამაცე და გამბედაობა იმისთვის, რომ უმნიშვნელოვანეს დროს გუნდს დახმარებოდა და ლიდერის თვისებები გამოევლინა. მან ნათლად წარმოაჩინა საკუთარი თავის რწმენა, რომელიც თანდათან იზრდება. ყოველდღიურად უკეთეს მამარდაშვილს ვხედავთ. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს. თუ უკვე არ არის, მამარდაშვილი აუცილებლად გახდება ესპანეთისა და ევროპის საუკეთესო მეკარე. თუ რომელიმე ევროპული გრანდი მის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას არ გადაიხდის, მას შეუძლია, რომ "ვალენსიაში" ისტორია დაწეროს.

35 მილიონი ევრო მეკარისთვის საკმაოდ ძვირია. ასეთი თანხის გადახდა, მხოლოდ პრემიერ ლიგის კლუბებს შეუძლიათ. ვფიქრობ, 20-25 მილიონი ევრო კარგი ფასი იქნება. ასეთ თანხას მეკარის სანაცვლოდ იშვიათად იხდიან. - ანდრეს პალოპი.

შეგახსენებთ, 26 მარტის ტრიუმფის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი უკვე გაემგზავრა ვალენსიაში, სადაც თანაგუნდელებმა დიდებული დახვედრა მოუწყვეს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცეს.

სხვა სტატიები