Belive

ესპანეთის ნაკრებში ცვლილებაა - ჰაუსენს ლაპორტი შეცვლის

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ცვლილებაა, ტრავმირებულ დინ ჰაუსენს ატლეტიკ ბილბაოს ფეხბურთელი აიმერიკ ლაპორტი შეცვლის. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის დინმა ტრავმა მიიღო და ესპანეთის ნაკრების შეკრება დატოვა და მისი ჩანაცვლება გახდა საჭირო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში 11 ოქტომბერს სწორედ ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 14-ში თურქეთში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, უკვე დადასტურდა, რომ ესპანეთის ნაკრებს რამდენიმე ლიდერი - ლამინე იამალი, როდრი, ნიკო უილიამსი და ფაბიან რუისი გამოაკლდათ.

სხვა სტატიები