H ჯგუფი | ლიდერებმა ვერ იმარჯვეს - კაბო ვერდემ დიდი ისტორია დაწერა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის სტარტს ბევრი ევროპული და სამხრეთამერიკული გრანდების დამაჯერებელი გამარჯვებებით ელოდა, თუმცა რეალობამ საფეხბურთო ლოგიკა თავდაყირა დააყენა.
პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში სრული თანასწორობაა, თუმცა ეს კაბო ვერდესა და საუდის არაბეთისთვის ეს სტარტი დიდი წარმატებაა, ესპანეთისა და ურუგვაის ბანაკში კი სერიოზული ანალიზის დროა. ორივე ფავორიტს საკუთარ შეხვედრაში კოლოსალური სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, რაც სტატისტიკაშიც ნათლად აისახა, თუმცა ყველაზე მთავარი - ტაბლოზე ყველაფერი სხვანაირად ჩანს.
ესპანეთი Vs. კაბო ვერდე
სტატისტიკას თუ შევხედავთ, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა მეტოქე უბრალოდ გადათელა. „ფურია როხა“ ბურთს დროის 75%-ზე მეტს ფლობდა, განახორციელეს ასეულობით გადაცემა და მეტოქის საჯარიმოს ალყა შემოარტყა, თუმცა ეს კონტროლი უშედეგო აღმოჩნდა. შეტევების არაეფექტურობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მათმა ფორვარდმა, მიკელ ოიარსაბალმა საწყისი 30 წუთი ისე გაატარა მოედანზე, ბურთს საერთოდ არ შეხებია.
კაბო ვერდემ აჩვენა საოცარი ორგანიზებულობა და თავგანწირული დაცვა. მათ გაუძლეს ესპანურ შტურმს და ისტორიული ქულა დამსახურებულად ჩაიწერეს აქტივში.
საუდის არაბეთი Vs. ურუგვაი
ჯგუფის მეორე შეხვედრამ პირველის სცენარი თითქმის იდენტურად გაიმეორა, თუმცა ეს ყველაფერი უფრო თვალსაჩინო მეორე ტაიმში იყო. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში ურუგვაი მრისხანედ გამოვიდა და ბრწყინვალე თამაში აჩვენეს, რითაც ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა რომ არა საუდის არაბეთის მეკარის ბრწყინვალე თამაში, სამხრეთამერიკელები ამ თამაშში ნანატრ შედეგს აუცილებლად მიაღწევდნენ.
მიუხედავად უდიდესი სათამაშო უპირატესობისა, ურუგვაელებს შეტევების დასკვნით ფაზაში ცივსისხლიანობა და კრეატივი დააკლდათ. საუდის არაბეთმა კი ბოლომდე იბრძოლა, გაუძლო ამ წარმოუდგენელ წნეხს და უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა.
H ჯგუფის ცხრილი პირველი ტურის შემდეგ აბსოლუტურად თანაბარია.
მეორე ტურის მატჩები 21 ივნისს გაიმართება, სადაც ესპანეთი საუდის არაბეთს შეხვდება, ხოლო ურუგვაი კაპო ვერდეს დაუპირისპირდება.