Belive

ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლუის დე ლა ფუენტემ, ევროპის ჩემპიონატისთვის, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები - უნაი სიმონი, დავიდ რაია, ალექს რემირო.

მცველები - კარვახალი, ხესუს ნავასი, აიმერიკ ლაპორტი, ლე ნორმანდი, ნაჩო, ვივიანი, პაუ კუბარსი, გრიმალდო, კუკურელია.

ნახევარმცველები - როდრი, ზუბიმენდი, ფაბიან რუისი, მიგელ მერინო, მარკოს ლორენტე, პედრი, ალეის გარსია, ალექს ბაენა, ფერმინ ლოპესი.

თავდამსხმელები - მორანა, ხოსელუ, ოიარსაბალი, დანი ოლმო, ფერან ტორესი, ნიკო უილიამსი, ლამინე იამალი და აიოზე პერესი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი ტრავმის გამო, ევროპის ჩემპიონატზე დაბრუნება ვერ მოასწრო გავიმ, რომელსაც უკვე 6 თვეზე მეტია არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში: იტალიის, ალბანეთისა და ხორვატიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები