Belive

ესპანეთის დამარცხების შემდეგ, ამრაბატს პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ დასრულდა 1/8-ფინალური შეხვედრები, სადაც სენსაცია დაფიქსირდა. ამ მუნდიალზე უკვე მეორედ, მაყურებელმა პლეი-ოფში უგოლო 90 წუთი იხილა. გამარჯვებული ვერც დამატებით დროში გამოვლინდა. ბევრისათვის მოულოდნელად, მაროკოს ნაკრებმა ესპანეთი კატარის მსოფლიო ჩემპიონატს გამოთიშა და ისინი ისტორიაში მე-4 აფრიკული ნაკრები გახდნენ, რომლებმაც 1/4 ფინალში გააღწიეს.

ჩრდილო აფრიკელთა რიგებში გამორჩეული იყო მათი ნახევარმცველი სოფიან ამრაბატი. როგორც ჩანს, მისი კარგი თამაში გრანდებს არ გამორჩენიათ. ფაბრიციო რომანოს თქმით, ის ამრაბატის აგენტს ესაუბრა და უთხრა, რომ მის კლიენტთან დაკავშირებით ზარები უკვე მიიღო.

"რა თქმა უნდა, სოფიანზე უამრავ ზარს ვიღებ. მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ის მუნდიალის საუკეთესო ნახევარმცველია. სოფიანი მაღალი დონის პროფესიონალია. ამჯერად ის მაროკოსთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატზეა კონცენტრირებული."

მუნდიალის 1/4-ფინალურ ეტაპზე აფრიკული ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი "ალ თუმამას" სტადიონზე 10 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები