ლაუტარო: ,,პსჟ-ს რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი ჰყავს, მათ ვიცნობთ, რადგან იტალიაშიც უთამაშიათ''
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინტერის თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა, ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალის წინ, UEFA.TV-სთან მომავალ მეტოქეზე - პარი სენ ჟერმენზე ისაუბრა:
,,პსჟ ძლიერი გუნდია, რომელიც შეტევაშიც გამოირჩევა და დაცვაშიც, სწორედ ამიტომ, სიფრთხილე გვმართებს.
მათ რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი ჰყავთ და ბევრ მათგანს ვიცნობთ - ისინი იტალიაში თამაშობდნენ. უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქის სუსტი მხარეები გამოვიყენოთ, რათა ფინალი შესანიშნავი გამოვიდეს.
უპირველეს ყოვლისა, თამაშით სიამოვნება უნდა მივიღოთ, რადგან ურთულესი სეზონი იყო და ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფინალში მეორედ გავედით, ასე რომ, ამას ვიმსახურებთ. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, თავდმდაბლები ვართ და ზრდას განვაგრძობთ.'' - ლაუტარო მარტინესი
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პარი სენ ჟერმენი და ინტერი შეხვდებიან. გადამწყვეტი მატჩი შაბათს, 31 მაისს, მიუნხენში გაიმართება.