Belive

ესპანელი ჟურნალისტი ბმაპეს აკრიტიკებს: "საკუთარი სეზონი რეალურზე უკეთ წარმოაჩინა"

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებამდე, ესპანელმა ჟურნალისტმა, ანტონ მეანამ კილიან მბაპე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მადრიდის რეალის ვარსკვლავმა საკუთარი სეზონი იმაზე უკეთ წარმოაჩინა, ვიდრე ეს რეალურად იყო.

მეანას აზრით, მთავარი კონკურენტები ლამინ იამალი, ჰარი კეინი და კილიან მბაპე არიან, თუმცა ჟურნალისტი უპირატესობას ბაიერნის თავდამსხმელს ანიჭებს. მისი შეფასებით, კეინმა მბაპეს ყველა ასპექტში აჯობა - მეტი გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგიც დაამარცხა და გერმანიაში ტიტულებიც მოიგო. ესპანურ გადაცემა "El Larguero"-ში საუბრისას, მეანამ მბაპე გააკრიტიკა.

კეინი, ყველა ასპექტში, მასზე უკეთესი იყო. ინგლისელმა მეტი გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზეც სძლია, მსოფლიო ჩემპიონატზეც აჯობა და გერმანიაში ტიტულებიც მოიგო. მბაპემ კი, თავისი სეზონი ისე წარმოაჩინა, თითქოს იმაზე გაცილებით უკეთესი შედეგები ჰქონდა, ვიდრე სინამდვილეში. - ანტონ მეანა

ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობის გამოცხადებასთან ერთად, მბაპეს მიღწევებისა და ჯილდოს მოპოვების შანსებზე, დისკუსია სულ უფრო მწვავდება.

სხვა სტატიები