Belive

ესპანელი მსაჯი: ,,ლაიფციგს გოლი გაუტანა ფეხბურთელმა, რომელიც უნდა გაეძევებინათ''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა ესპანელმა მსაჯმა, ედუარდო იტურალდე გონსალესმა, ,,რეალისა'' და ,,ლაიფციგის'' მატჩში, ვილი ორბანზე ვინისიუს ჟუნიორის უხეშობა შეაფასა.

შეხვედრის მეორე ნახევარში მადრიდული გუნდის შემტევმა მეტოქეს ჯერ ხელი ჰკრა, შემდეგ კი ყელშიც სწვდა, რის გამოც ყვითელი ბარათით დაისაჯა:

,,ვინისიუსის გაგდება შეიძლებოდა, რადგან მეორე შემთხვევაში მეტოქეს ყელზე შეეხო და არა მკერდზე... მას ყვითელი რომ მიეღო ჯერ ბიძგისთვის, შემდეგ კი ამ უხეშობისთვის, ეს ავტომატურად წითელ ბარათად გადაიქცეოდა.

დღეს ლაიფციგის წინააღმდეგ რეალს 10 კაცით უნდა ეთამაშა და სწორედ ის ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა, უნდა გაეძევებინათ.'' - იტურალდე გონსალესი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი ,,რეალსა'' და ,,ლაიფციგს'' შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვება ,,სამეფო გუნდს'' დარჩა (2:1) და მეოთხედფინალში გავიდა.

სხვა სტატიები