Belive

ეშლი ბარნსის საინტერესო სტატისტიკა პრემიერლიგაში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარნლის" 29 წლის თავდამსხმელი, ეშლი ბარნსი პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. ბარნსი 2014-15 წლების სეზონის შემდეგ გახდა ხუთიდან ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც "პრემიერლიგის" ექვსივე გრანდს, "ჩელსის", "არსენალს", "მანჩესტერ სიტის", "მანჩესტერ იუნაიტედს", "ტოტენჰემსა" და "ლივერპულს" გოლი გაუტანა. დღეს, 22 დეკემბერს "არსენალმა" "ბარნლის" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი ბურთის ავტორი სწორედ ეშლი ბარნსი გახდა. 29 წლის ინგლისელი თავდამსხმელისთვის "პრემიერლიგის" მიმდინარე სეზონში ეს მხოლოდ მესამე ბურთი იყო. სულ კი "ბარნლის" შემადგენლობაში 158 თამაშში 27 ბურთი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები