ასპილიკუეტა ჩელსის ფანს დაუპირისპირდა
20 აპრილს, პრემიერ ლიგის 25-ე ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც "ჩელსი" "არსენალს" დაუპირისპირდა. "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული ლონდონური დერბი, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, თუმცა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. "ჩელსი" საკუთარ მოედანზე "არსენალთან" 2:4 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით, მატჩის შედეგს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოუტანია - "არისტოკრატების" ფანები საშინაო მარცხმა განარისხა. მთავარი არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ, "არსენალთან" მარცხით უკმაყოფილო ფანსა და "ჩელსის" კაპიტანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაიმართა, რომელიც სოციალურ ქსელებში ფართო განხილვის საგნად იქცა. "ჩელსის" ფანისა და სეზარ ასპილიკუეტას დაპირისპირების ამსახველი კადრები Twitter-ზე გავრცელდა.
César Azpilicueta approaches Chelsea fans following their 4-2 defeat to Arsenal 😳 pic.twitter.com/cmeOjwcZvA — Sky Sports Premier League (@SkySportsPL) April 20, 2022