Belive

"ეს ყველაფერი მარკეტინგზე, რეკლამასა და ფულზეა დამოკიდებული" - როდრი ოქროს ბურთზე

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტისა" და ესპანეთის საფებურთო ნაკრების სუპერვარსკვლავი - როდრი, ბრწყინვალე ფორმაშია და ფენომენალურად ასპარეზობს. "ქალაქელთა" ტრიუმფალურ სვლაში, როდრიმ ლომი წილი დაიდო და უამრავი საფეხბურთო ანალიტიკოსი მიიჩნევდა, რომ ესპანელი ნახევარმცველი ოქროს ბურთისთვის მებრძოლთა შორის მოწინავე პოზიციებზე იქნებოდა, თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

ტოპ 3 ნომინანტს შორის, როდრის ადგილი არ მოიძებნა და ამ საკითხთან დაკავშირებით, როდრის საკუთარი აზრი გააჩნია.

გაკვირვებული არ ვარ... ეს ნორმალურია. ძალიან კარგად მესმის, თუ როგორ ვითარდება მოვლენები ინდივიდუალურ დაჯილდოებებზე. ეს ყველაფერი მარკეტინგზე, ფულსა და რეკლამაზეა დაფუძნებული.

წარსულში რამდენიმე ესპანელი ნახევარმცველი იყო, რომელთაც კუთვნილი ჯილდო არ გადასცეს. გესმით რას ვგულისხმობ? ის, რასაც ფეხბურთში ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, გუნდურობაა. - როდრი.

სხვა სტატიები