Belive

"ეს უკვე ფეხბურთის ფარგლებს სცდება" - ჰარი მაგუაირის დედა კრიტიკოსების წინააღმდეგ

7 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჰარი მაგუაირის დედამ, ზოიმ, მისი შვილისკენ მიმართულ ნეგატიურ და შეურაცხმყოფელ ფრაზებზე კომენტარი გააკეთა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარის საქციელს "სამარცხვინო" უწოდა.

სამშაბათს გამართულ ამხანაგურ მატჩში, "ჰემპდენ პარკზე", ინგლისი შოტლანდიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:3 დაამარცხა. 

მაგუაიერი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. 67-ე წუთზე, რობერტსონის ჩაწოდებულ ბურთს ფეხი უხერხულად დაუხვედრა და საკუთარ კარში გოლი გაიტანა.

ჩვეულებისამებრ, მაგუაირი გააკრიტიკეს სოციალურ ქსელში, ანალიტიკურ გადაცემებში, უსტვენდნენ სტადიონზეც. ამ ფაქტით აღშფოთებული იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გარეთ საუთგეიტი, რომელმაც თქვა, რომ მაგუაირს ნაკრებისთვის ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული.

Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, მაგუაირი დედამაც დაიცვა.

"როგორც დედას, მიმაჩნია რომ ის ნეგატიური და შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომელსაც ჩემი შვილი გულშემატკივრისგან, ანალიტიკოსებისგან და მედიისგან იღებს, სამარცხვინო და აბსოლუტურად მიუღებელია.

მესმის, რომ ფეხბურთში არსებობს კარგი და ცუდი დღეები, პოზიტივი და ნეგატივი, მაგრამ რასაც ჰარი იღებს, უკვე ფეხბურთის მასშტაბს გასცდა. არ მინდა, მომავალში სხვა ფეხბურთელის მშობლებმაც იგივე განიცადონ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ჰარი მაგუაირი ყველა დროის ძვირადღირებულ მცველებს შორის მეორე პოზიციას იკავებს - 2019/20 წლების სეზონში, მის სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლესტერს" €87 მილიონი გადაუხადა. ერთ დროს პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, მოედანზე დაშვებული უხერხული შეცდომების გამო, დღეს მიმებისა და სასაცილო ვიდეოების მთავარი ობიექტია და მის მიმართ ინტერნეტ ბულინგი უკვე წლების განმავლობაში გრძელდება.

სხვა სტატიები