Belive

"ეს გადაწყვეტილება სპორტული მიზეზებით მივიღეთ" - ლაპორტა გიუნდოგანის ტრანსფერზე

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, ილქაი გიუნდოგანმა "ბარსელონა" დატოვა და "სიტიში" დაბრუნდა. აღნიშნული ტრანსფერი ყველასთვის უცნაური და მოულოდნელი იყო. როგორც RAC1 წერს, კლუბის ფინანსურმა მდგომარეობამ ხელფასების სტრუქტურის კორექტირება აუცილებელი გახადა. ამ პროცესში კი გიუნდოგანის წასვლა გადამწყვეტი იყო.

თუმცა, როგორც "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ამბობს, ეს ყველაფერი სპორტული მიზეზებით მოხდა.

ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ სპორტული მიზეზებიდან გამომდინარე მივიღეთ. დანი ოლმოს ტრანსფერის გაკეთების შემდეგ, ილქაის როლი გუნდში ბუნდოვანი იყო. ისინი ხომ ერთ პოზიციაზე თამაშობენ. გიუნდოგანი შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია. - განაცხადა ჟოან ლაპორტამ

შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი "მანჩესტერ სიტიდან" "ბარსელონაში" 2023 წლის ზაფხულში გადავიდა და კატალონიელთა მაისურით ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშა.

ილქაიმ "სიტიში" დაბრუნდა სადაც 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2025 წლის ზაფხულამდე მანჩესტერულ გრანდში ითამაშებს.

სხვა სტატიები