"ეს არაჩვეულებრივი საღამო იყო" - ტენ ჰაგმა ფერგიუსონთან გატარებულ ვახშამზე ისაუბრა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ერიკ ტენ ჰაგი და სერ ალექს ფერგიუსონი ერთად ვახშმობენ. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ამ საღამოზე კომენტარი Sky Sports-თან გააკეთა:
"ყოველთვის მსიამოვნებს იმ ხალხთან საუბარი ვისაც ბევრი ცოდნა და დიდი გამოცდილება აქვს. მას ამის გაზიარება უნდა. ის გრძნობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მისი კლუბია, ძალიან უნდა, რომ კარგად ვიასპარეზოთ. ეს არაჩვეულებრივი საღამო იყო. ვიმედოვნებ ისევ განმეორდება."
"მანჩესტერ იუნაიტედს" "ბარსელონას" წინააღმდეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩის ელის. შესაძლოა ტენ ჰაგმა სერ ალექსისგან მცირეოდენი რჩევებიც მიიღო. ევროპალიგური დაპირისპირება 23 თებერვალს 23:55 საათზე არის ჩანიშნული.