,,ეს არ უნდა მომხდარიყო'' - რატომ აღნიშნა კლოპმა გოლი მსაჯის წინაშე
,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, განმარტა, რატომ აღნიშნა ,,ტოტენჰემთან'' მატჩში გატანილი გამარჯვების გოლი მეოთხე მსაჯის წინაშე:
,,ეს ყველაფერი საერთოდ არ უნდა მომხდარიყო. ეს ემოციებმა, სიბრაზემ გამოიწვია, რაც კარგს არასდროს მოგვიტანს. სალაჰზე მეტოქე ჩემს თვალწინ დაჯარიმდა, შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა იყო და რიშარლისონის გოლი... ერთ წუთში გამარჯვების გოლი გავიტანეთ, რაც უნდა გამხარებოდა, მაგრამ, ცოტა გავბრაზდი. ცუდი არაფერი მითქვამს, ვყვიროდი: ,,შენ გარეშე! შენ გარეშე!'' ამას დიდი აზრი ნამდვილად არ ჰქონია.
ჩემთან პოლ ტირნი (მთვარი მსაჯი) მოვიდა და მითხრა, რომ მისთვის ეს წითელი ბარათი იყო, თუმცა ყვითელი მიჩვენა და გამიღიმა...'' - კლოპის სიტყვებს Mirror-ი ციტირებს.
პრემიერლიგის 33 ტურის შემდეგ, ,,ლივერპული'' 56 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. კლოპის გუნდი მომავალ შეხვედრას ხვალ, ,,ფულჰემის'' წინააღმდეგ ჩაატარებს.