Belive

,,ეს არ უნდა გამეკეთებინა'' - ბერგუისმა ფანთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მოიბოდიშა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,აიაქსის'' ნახევარმცველმა, სტივენ ბერგუისმა, რომელმაც გუშინ, ,,ტვენტესთან'' მატჩის შემდეგ, მეტოქე გუნდის ფანს ხელი დაარტყა, განაცხადა, რომ მის საქციელს ნანობს:

,,ეს არ უნდა გამეკეთებინა, ჩემს საქციელს ვნანობ. ყოველი გასვლითი მატჩის შემდეგ, ავტობუსისკენ მიმავალ გზაზე შეურაცხყოფას გვაყენებენ. მე უკვე მიჩვეული ვარ, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ ყველაფრის დაყვირება შეუძლიათ. თუმცა, ჩემი საქციელი გაუმართლებელია, ,,აიაქსის'' ფეხბურთელს ეს არ შეეფერება,'' - განაცხადა ბერგუისმა.

ერთი ვერსიით, ბერგუისი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც ,,ტვენტეს'' ქომაგმა მის თანაგუნდელს, ბრაიან ბრობის, რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

ნიდერლანდულ მედიაში ასევე დაიწერა, რომ ავტოგრაფების დარიგების დროს, ბერგუისს ფანები სახეში უყვიროდნენ, ფეხბურთელმა კი რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ფანს ხელი დაარტყა.

სხვა სტატიები