Belive

2034 წლის მუნდიალს საუდის არაბეთი უმასპინძლებს?

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთი 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად დასახელდება, რადგან ავსტრალიამ, FIFA-ის ბოლო ვადამდე რამდენიმე საათით ადრე თქვა უარი მუნდიალის ჩატარების უფლებაზე.

FIFA-ის წესდების მიხედვით, 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა მხოლოდ AFC (აზიის ფეხბურთის კონფედერაცია) და OFC (ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია) წევრ ქვეყნებს შეეძლოთ, სწორედ ამიტომ, სურვილი საუდის არაბეთმა და ავსტრალიამ გამოთქვა, თუმცა ამ უკანსკნელმა უარი FIFA-ის დედლაინამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა. საუდის არაბეთი გლობალური ღონისძიების ჩატარების მთავარ პრეტენდენტად იქცა და მოსალოდნელია, რომ მალე ოფიციალურადაც დადასტურდება.

საუდის არაბეთი აქამდეც ცდილობდა ეგვიპტესთან და საბერძნეთთან ერთად 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობას, თუმცა ფიფამ გამოაცხადა, რომ მუნდიალის 100 წლის იუბილეს პორტუგალია, ესპანეთი და მაროკო უმასპინძლებს, თითო მატჩი კი ურუგვაიში, პარაგვაისა და არგენტინაში გაიმართება, რადგან ფეხბურთის ერთდროულად სამ კონტინეტზე გავრცელება ამ ღონისძიებას კიდევ უფრო გლობალურ ფენომენად აქცევს.

"ჩვენ შევისწავლეთ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შესაძლებლობა და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით - მივედით დასკვნამდე, რომ ეს არ გავაკეთოთ 2034 წლის შეჯიბრისთვის. სანაცვლოდ, ჩვენ გვჯერა, რომ კარგ მდგომარეობაში ვართ მსოფლიოში უძველესი ქალთა საერთაშორისო შეჯიბრის მასპინძლობისთვის, AFC ქალთა აზიის თასისთვის 2026 წელს და შემდეგ ვუმასპინძლებთ მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს გუნდებს - 2029 წლის FIFA-ის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე" - ნათქვამია ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

სხვა სტატიები