"ერთი ცუდი თამაშით ცუდი მეკარე არ გავხდები" - გიორგი მამარდაშვილი
13 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში "ვალენსია" "ჟირონას" დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
Sofascore-მა გიორგი მამარდაშვილი 7.0-ით შეაფასა, ქართველ ფეხბურთელს 3 მოგერიება ჰქონდა, ბურთს 29-ჯერ შეეხო, 20-დან 11 გადაცემა ზუსტად შეასრულა, 1 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ისიც წარმატებული გამოდგა.
მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ, მით უმეტეს, რომ ეს მოხდა გასვლით შეხვედრაში. გუნდში ყველაფერი კარგადაა და სწორედ ასეთივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ. ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ, რადგან უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი ვიყოთ.
კარგი პერიოდი გვაქვს, ვიგებთ სახლში და არ ვაგებთ სტუმრად, ამისთვის ყველანი ბევრს ვშრომობთ. წინ სანაკრებო პაუზაა, ამის შემდეგ კი ძალები უნდა მოვიკრიბოთ და უფრო ძლიერები დავბრუნდეთ.
ერთი ცუდი თამაშით ცუდი მეკარე არ გავხდები, მაგრამ ერთი თამაშიც არ მაქცევს კარგ მეკარედ. - გიორგი მამარდაშვილი
"ვალენსია" 28 ქულით მე-16 ადგილზეა (6 მოგება, 10 ფრე, 12 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი სანაკრებო შესვენების შემდეგ გამართავს, "ღამურების" მომდევნო მეტოქე "მალიორკა" იქნება, მატჩი 30 მარტს 20:30 საათზე გაიმართება.