Belive

ერთი ნაბიჯი ყველა დროის რეკორდამდე

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერხიო რამოსს ისტორიულ მიღწევას ერთი ნაბიჯი აშორებს. 18 დეკემბერს, "კამპ ნოუზე", ლა ლიგის ეგიდით გასამართ ელ კლასიკოში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, მადრიდის "რეალის" კაპიტანი დაპირისპირების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი გახდება. ამ მომენტისთვის, 34 წლის ცენტრალური მცველი ჩავი ერნანდესთან, მანუელ სანჩისთან და ჩავი ერნანდესთან ერთად 42 მატჩით თანარეკორსდსმენია კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარების შემდეგ კი ერთპიროვნული ლიდერი გახდება. მიმდინარე წელს რამოსმა ერთი მნიშვნელოვანი რეკორდი უკვე დაამყარა. მან ყოფილ თანაგუნდელ იკერ კასილასს გადაასწრო და ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი გახდა. კლასიკოების ისტორიაში რამოსს 13 გამარჯვება აქვს მოპოვებული, 9 ფრე და 20 მარცხი. ამ 13 მოგებიდან გამორჩეული იყო 2011 და 2014 წლის კოპა დელ რეის ფინალები, ასევე 2012 და 2018 წლის ესპანეთის სუპერთასი. რამოსმა "ბარსელონას" კარიერაში 4-ჯერ გაუტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა, 18 ჯერ ყვითელი და 5-ჯერ წითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება მეტოქე გუნდის კაპიტანს, ლეო მესი დღეს თავის 41-ე ელ კლასიკოს ითამაშებს.

სხვა სტატიები