Belive

ერთი გარდაცვლილი და 200 დაშავებული - ნეაპოლში საჩემპიონო ზეიმს მსხვერპლი მოჰყვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

33-წლიანი პაუზის დასრულებისა და იტალიის სერია A-ს მესამედ მოგებას ნეაპოლი განსაკუთრებული ემოციებით შეხვდა და ეს ზეიმის მხოლოდ დასაწყისია.

"ნაპოლის" 96-წლიან ისტორიაში მოპოვებული მესამე სკუდეტო ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს: 10 000-ზე მეტი ნეაპოლიტანელი უდინეში, 842 კმ-ის დაშორებით გაემგზავრა, უშუალოდ კამპანიის დედაქალაქმა კი მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში იზეიმა.

სამწუხაროდ, საზეიმო განწყობილებას ინციდენტები და ტრაგიკული შემთხვევებიც ახლდა თან. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნეაპოლში აღნიშვნის დროს სროლა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ირკვევა, რომ გასროლის შედეგად ტყვიები ოთხ ადამიანს მოხვდა, მათ შორის ერთ-ერთი, 26 წლის მამაკაცი კი ორი საათის შემდეგ გარდაიცვალა.

გარდა ამ ტრაგიკული შემთხვევისა, მთლიანობაში, 5 მაისის დილის განმავლობაში, საჩემპიონო აღნიშვნის დროს ნეაპოლის კლინიკებს 200-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

სხვა სტატიები