Belive

ეროვნული ლიგის და საქართველოს თასის მატჩები საგურამოში - ლოკომოტივი სახლში ბრუნდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თბილისის "ლოკომოტივი" სპორტულ ცხოვრებას საშინაო კედლებში, საგურამოში არსებულ ბაზაზე გააგრძელებს. როგორც თბილისური კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება, "რკინიგზელები" საგურამოს ბაზაზე ბრუნდებიან. 2021 წლიდან, გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი თბილისში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშობდა, ხოლო საგურამოს ბაზაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. გარდა იმისა, რომ "ლოკო" საგურამოში ივარჯიშებს, ეროვნული ლიგისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის შეხვედრებსაც ადგილზევე ჩაატარებს. იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, "ლოკომოტივი" სეზონის საწყის შეხვედრებს "მიხეილ მესხზე", მოგვიანებით კი "დინამო არენაზე" მართავდა. ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 13 ტურის შემდეგ, "ლოკომოტივს" 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები