ეროვნული ლიგა: XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
ტური ფოთში, ქობულეთის "შუქურასა" და "დინამო ბათუმის" შეხვედრით გაიხსნა. აჭარული დერბი, საკმაოდ მძიმე თამაშის ფონზე წარიმართა, რომელშიც გამარჯვებული ბათუმელები გამოვიდნენ და საჩემპიონო მარათონში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა. 2:0 მოგებულ შეხვედრაში გოლები თორნიკე გაფრინდაშვილმა და ირაკლი აზაროვმა გაიტანეს.
სათამაშო დღის მეორე მატჩი "კავკასიონი არენაზე" გაიმართა სადაც "თელავმა" "ლოკომოტივს უმასპინძლა და ვაჟა ფაცაციას დუბლით - 2:1 აჯობა. ერთი ბურთი "რკინიგზელთა" მხრიდან თეიმურაზ შონიამ გაქვითა.
"ლოკომოტივთან" სტუმრად წაგებული დერბის შემდეგ, "საბურთალომ" საშინაო კედლებში "სამგურალი" - 2:1 დაამარცხა. გოლები გუნდის საუკეთესო ბომბარდირებმა, იური ტაბატაძემ და დმიტრი მანდრიჩენკომ გაიტანეს, ხოლო სტუმართა მხრიდან თავი სერგო კუხიანიძემ გამოიჩინა.
ტურის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება გორში გაიმართა. "თენგიზ ბურჯანაძეზე" გამართულ შეხვედრაში თორნიკე კაპანაძის ეფექტური დუბლისა და ნიკა გაგნიძის გოლის მეშვეობით "დილამ" "სამტრედიას" - 3:1 აჯობა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი არაბიძემ, 11-მეტრაინის ნიშნულიდან გაიტანა.
29-ე სათამაშო კვირის დასკვნითი და ცენტრალური დაპირისპირება "დინამო არენაზე" გაიმართა. ქართულ დერბიში "დინამომ" "ტორპედოს" მინიმალური უპირატესობით - 1:0 აჯობა. ერთადერთი და გამარჯვების გოლის გატანა ფაბიან სპორქსლედემ შეძლო.
![No description available.](https://fcdn.belive.ge/livege/media/48437/no-image.jpg)
29-ე ტურის შედეგები
![](https://fcdn.belive.ge/livege/media/62518/29-e-turis-shedegebi.png)
სატურნირო მდგომარეობა 29 ტურის დასრულების შემდეგ
![](https://fcdn.belive.ge/livege/media/62522/saturniro-mdgomareoba-29-e-turis-shemdeg.png)
ფეხბურთელების ინდივიდუალური სტატისტიკა 29 ტურის დასრულების შემდეგ
![](https://fcdn.belive.ge/livege/media/62526/phekhburthelebis-individualuri-statistika-29-e-turis-shemdeg.png)
![](https://fcdn.belive.ge/livege/media/62529/29-turi-1.png)