ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მერვე ტურში საინტერესო შეხვედრები გაიმართა, წრის დასრულებამდე 1 ტურით ადრე კი, პირველობას გორის "დილა" არავის უთმობს.
ეს მას შემდეგ, რაც გიორგი ნემსაძის 10-კაციანმა გუნდმა ექს-ჩემპიონ "საბურთალოსთან" სტუმრად არ წააგო და მორიგი ქულა მოიპოვა.
თუმცა, გორელების უპირატესობა უახლოეს მდევართან 3-ქულიანი აღარ არის, რადგან "დინამო თბილისმა" საჩხერის "ჩიხურას" საშინაო არენაზე მოუგო - 1:0.
იმარჯვა ჩემპიონობის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა ბათუმის "დინამომაც", რომელმაც საშინაო კედლებში "სამტრედიას" მარტივად აჯობა - 2:0.
შინ წაუგებლის სტატუსს ინარჩუნებს "თელავიც", რომელმაც "მერანს" კახეთში უგოლო ფრე ეთამაშა.
მეორე ტურის შემდეგ კვლავაც მოგების მოლოდინშია "ლოკომოტივი" - "რკინიგზელებმა" თბილისში, ქუთაისის "ტორპედოსთან" დრამატულ შეხვედრაში - 1:2 წააგეს.
ამრიგად, ლიდერთა შორის კონკურენცია უკიდურესად დაძაბულია. პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფ გუნდებს: გორის "დილას", "დინამო თბილისს", "დინამო ბათუმს" და "საბურთალოს", შესაბამისად, 16, 15, 14 და 13 ქულა აქვთ.
მერვე ტურის შედეგები:
"თელავი" - "მერანი" 0:0
"დინამო თბილისი" - "ჩიხურა" 1:0
"ლოკომოტივი" - "ტორპედო" 1:2
"საბურთალო" - "დილა" 1:1
"დინამო ბათუმი" - "სამტრედია" 2:0
სატურნირო მდგომარეობა მერვე ტურის შემდეგ:
მერვე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
მეკარე: გოგი კულუა ("სამტრედია").
მცველები: საიმონ ბენიო ("დინამო თბილისი"), ანტონ თოლორდავა ("თელავი"), დავით ხურცილავა ("დილა"), გიორგი გაფრინდაშვილი ("მერანი").
ნახევარმცველები: ირაკლი ბუღრიძე ("დინამო თბილისი"), ამოს ნონდი ("დილა"), სანდრო ალთუნაშვილი ("საბურთალო").
თავდამსხმელები: ვაგნერ გონსალვეში ("დინამო ბათუმი"), გიორგი ფანცულაია ("ტორპედო"), ნუგზარ სპანდერაშვილი ("დილა").
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე ("დილა").
