Belive

ეროვნული ლიგა: VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური იმერული დერბით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტები, "სამტრედია" და "ტორპედო" დაუპირისპირდნენ და უგოლოდ დასცილდნენ. სამაგიეროდ გამარჯვება და საკმაოდ დიდი სენსაციის მოხდენა მოახერხა ეროვნული ლიგის მესამე იმერულმა კლუბმა, წყალტუბოს "სამგურალმა", რომელმაც თბილისში, "ლოკომოტივს" - 3:2 აჯობა. სანაცვლოდ, თავიანთი შეხვედრები მოიგეს დარჩენილმა ორმა თბილისურმა კლუბმა: "საბურთალომ" გორში "დილას" - 2:1 აჯობა, "დინამომ" კი ზესტაფონში, ქობულეთის "შუქურას" ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ტური თელავში დასრულდა, სადაც მასპინძლები კლუბი ბათუმის "დინამოსთან" - 1:2 დამარცხდა.
No description available.
მეშვიდე ტურის შედეგები:  "სამტრედია" - "ტორპედო" -  0:0 "ლოკომოტივი" - "სამგურალი"  - 2:3 "შუქურა" - "დინამო თბილისი" - 0:2 "დილა" - "საბურთალო" - 1:2 "თელავი" - "დინამო ბათუმი" - 1:2
მეშვიდე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მეკარე: გოგი კულუა (“სამტრეიდა”). მცველები: დავით კობოური (“დინამო თბილისი”), ლაშა ჩალაძე (“ტორპედო”) უშანგი ბანძელაძე (“სამგურალი”). ნახევარმცველები: ლუკა გაგნიძე (“დინამო თბილისი”), სანდრო ალთუნაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ორივე “დინამო ბათუმი”), პაპუნა ფონიავა (“სამგურალი”), იური ტაბატაძე (" საბურთალო"). თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა (“დინამო თბილისი”), სერგო კუხიანიძე (“სამგურალი”). მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი (“სამგურალი”). განლაგება: 3 - 5 - 2.
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები