ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
4 წლის წინ
ფეხბურთი
4 წთ
მეცხრე ტურის შედეგები
"სამტრედია" - "საბურთალო" - 2:3 "ლოკომოტივი" - "დინამო თბილისი" - 1:3 "შუქურა" - "თელავი" - 2:0 "სამგურალი" - "ტორპედო" - 2:1 "დილა" - "დინამო ბათუმი" - 2:1
სატურნირო მდგომარეობა
პირველი წრის დასრულების შემდეგ, "დინამო თბილისმა", რომელმაც ზედიზედ 6 შეხვედრა მოიგო, ბათუმელ მოსახელე კლუბს 4 ქულით გაასწრო, 22 ქულა აქვს და ერთპიროვნულად ლიდერობს. სამეულს გორის "დილა" 17 ქულით ასრულებს, ხოლო მეოთხე პოზიციას "საბურთალო" და "ლოკომოტივი" - 14-14 ქულით ინაწილებენ. რაც შეეხება გასავარდნ ზონას, პირველი წრე 4 ქულით ბოლო ადგილზე "სამტრედიამ" დაასრულა. ამდენივე ქულა აქვს ერთი საფეხურით მაღლა მყოფ "ტორპედოს", ქვედა სამეულს კი 6-ქულიანი "თელავი" ასრულებს.
სტატისტიკა
ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად ზორან მარუშიჩი დაწინაურდა - "დინამო თბილისის" სერბი თავდამსხმელი 5 გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს. ჯაბა ჯიღაური, ირაკლი რუხაძე, რევაზ ჩიტეიშვილი და აკაკი შულაია 3-3 საგოლე გადაცემით საუკეთესო ასისტენტები არიან, ხოლო ლაზარე კუპატაძე 5-ჯერ მშრალად შენახული კარით თავის კოლეგებს შორის პირველია.
- ვიქტორ მონხილი
- დმიტრი მანდრიჩენკო
- ნიკა კალანდარიშვილი
- მირზა ფარტენაძე
- ანდრეი დემჩენკო
- პაატა ღუდუშაური
- სერგო კუხიანიძე
- ზორან მარუშიჩი
- წყალტუბოს სამგურალი
- ქობულეთის შუქურა
- დავით კობოური
- მიხეილ სარდალიშვილი
- ქუთაისის ტორპედო
- ბათუმის დინამო
- დინამო ბათუმი
- ლუკა გუგეშაშვილი
- თელავი
- საბურთალო
- დინამო თბილისი
- თბილისის ლოკომოტივი
- სამტრედია
- გორის დილა
- ირაკლი ბუღრიძე