ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
3 წლის წინ
ფეხბურთი
12 წთ
ჩემპიონობის კიდევ ერთი ფავორიტი, თბილისელთა მოსახელე ბათუმური კლუბი მეორე პოზიციას იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ აჭარლებმა თბილისელებს სტუმრად გამართულ შეხვედრაში აჯობეს, რამდენიმე დაუგეგმავი ქულა დაკარგეს, 18 ქულას ფლობენ და ერთპიროვნულ ლიდერს 4-ქულიანი სხვაობით ჩამორჩებიან.
სამეულს გორის "დილა" ასრულებს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ პირველი წრის შემდეგ, ყველაზე გამართულ, სწორ და ამავე დროს სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რაც შედეგშიც ნათლად აისახა. გორლებემა, ბათუმელთა მსგავსად, სეზონის წინ საკმაოდ დიდი და თანაც ხარისხიანი შევსება მიიღეს და პირველ წრეში 5 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს, 2-ში კი დამარცხდნენ და შესაბამისად დაგროვილი 17 ქულით ლიდერთა შორის თავი დაიმკვიდრეს.
ევროზონაში მოსახვედრად იბრძვის "საბურთალოც" ქვეყნის 2018 წლის ჩემპიონს პრობლემები ნამდვილად არ აკლია. კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშილმა რამდენიმე კვირის წინ კლუბისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ისაუბრა, რასაც მთავარი მწვრთნელის ცვლილებაც დაერთო - ლევან კორღალიძე ხვიჩა შუბითიძემ შეცვალა. ამ ყველაფრის მიუხედავად, "საბურთალოს" 3 მოგებითა და 5 ფრით გუნდს 14 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს.
ჯერჯერობით საკუთარი შესაძლებლობების სრულად ჩვენებას ვერ ახერხებს კიდევ ერთი თბილისური კლუბი - "ლოკომოტივი", რომელსაც ტრავმიანობის ეპიდემია აწუხებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სეზონის წინ ტოპ ტრანსფერი გააკეთა და გუნდში საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია მიიყვანა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეროვნული გუნდისთვის ამ ეტაპზე შეუცვლელი ფიგურა და ძალიან მაღალი კლასის მცველია. კაშიამ ეროვნულ ლიგაში 3 გოლის გატანა მოახერხა და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ცენტრალური მცველი თორნიკე კირკიტაძესთან ერთად, გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. "ლოკოს" 14 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს "საბურთალოსთან" ინაწილებს
ცხრილის მეორე ნახევარს ქობულეთის "შუქურა" იწყებს. ეროვნულ ლიგაში აჭარული კლუბი დამაჯერებლად დაბრუნდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულის მოპოვება შეძლო, მაგალითად, მეორე ტურში ნათამაშები ფრე ბათუმის "დინამოსთან". "შუქურა" რომ ადვილი მეტოქე არცერთი გუნდისთვის იქნება და ლიდერებს არაფერს დაუთმობს, საქართველოს თასზეც კარგად გამოჩნდა - ზღვისპირელებმა ისტორიაში პირველად "დინამო თბილისი" დაამარცხეს (1:0) და დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის 1/8-ფინალში თამაშის მოპოვება მოიპოვეს. ჩემპიონატში გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილი გუნდი 12 ქულით მეექვსეა.
გასავარდნ ზონასთან ყველაზე ახლოს წყალტუბოს "სამგურალი" ტრიალებს - ეროვნულ ლიგაში 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული კლუბი 6 ქულით მეშვიდე ადგილზეა, თუმცა ერთი ხმაურიანი გამარჯვების მოპოვება უკვე მოახერხა - იმერლებმა თბილისში, "ლოკომოტივს" (3:2) აჯობეს და პირველ ტურში დედაქალაქში "დინამოსთან" ფრეც გააგორეს. მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერში დიდი წვლილის შემტანი მთავარი მწვრთნელი, უჩა სოსიაშვილი კლუბმა დაითხოვა და მის ნაცვლად გამოცდილი სოსო ფრუიძე მიიწვია, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში "ტორპედოს" აჯობა და ამ იმერულ დერბიში გუნდს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა.
გასავარდნ ზონაში იმყოფება "თელავი", რომლისგანაც ქომაგი მიმდინარე სეზონში უფრო მეტს ელოდა. კახურმა კლუბმა წინა გათამაშებაში გულშემატკივარს თავი გამართული ფეხბურთით, გამბედავი და შემტევი სტილით და ლიდერებთან მოპოვებული ქულებითაც დაამახსოვრა. საერთოდაც, წინა სეზონში, თელაველებს მხოლოდ 2 მარცხი ჰქონდათ, რაც პირველ-მეორე ადგილებზე გასული "დინამოების" დარად სეზონში საუკეთესო შედეგი იყო. თუმცა, ზამთარში გუნდმა ლიდერების შენარჩუნება ვერ შეძლო, ამას გუნდის შემადგენლობაში არსებული კორონავირუსის ეპიდემიაც დაერთო და ფაქტია, რომ რევაზ გოცირიძის გუნდმა პირველ წრეში სასურველი შედეგის ჩვენება ვერ შეძლო და მხოლოდ 6 ქულასა და მერვე პოზიციას დასჯერდა, თუმცა ისიც ნათელია, რომ ამ ბრძოლისუნარიან გუნდისგან სეზონის დარჩენილ ნაწილში მეტს უნდა ველოდოთ და არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ კახელები ცხრილის ქვედა ნაწილში იოლად ჩაეშვებიან
5-ჯერ ნათამაშები ფრის და 4 მარცხის შემდეგ, ბოლოსწინა ადგილზეა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და ისტორიული კლუბი, ქუთაისის "ტორპედო", რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მიმდინარე სეზონის მესამე გუნდი გახდა, რომელსაც მთავარი მწვრთნელი შეეცვალა. მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით "ტორპედომ" თავი მხოლოდ 5 ქულას მოუყარა და ამ მომენტამდე ერთადერთი კლუბია, რომელსაც გამარჯვება არ მოუპოვებია, მაგრამ ნათელია, რომ კლუბს არ ულხინს და ჯოხის მხოლოდ მთავარ მწვრთნელზე გადატეხვა მართებული არ იქნება. იმედია, ქუთაისელები ფეხზე მალე დადგებიან და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ასპარეზობის კვლავინდებურად ღირსეულად გაგრძელებას შეძლებს.
ცხრილის ფსკერზე "სამტრედია" იმყოფება, გუნდი, რომელმაც პირველი გოლის გატანა მეოთხე ტურში, პირველი ქულის მოპოვება კი მეექვსე ტურში შეძლო. მიუხედავად ამისა, გია ცეცაძის გუნდმა, პირველი წრის შუაში "თელავიდან" ირაკლი რუხაძე ინათხოვრა და ეროვნული ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ინდივიდუალისტთან ერთად თამაშის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა. "სამტრედიას" ყველაზე ცოტა - 4 ქულა აქვს, თუმცა იოლად დანებებას არც მათგან უნდა ველოდოთ. ადვილი სავარაუდოა, რომ ცხრილის ბოლო სამეულში სიტუაცია ხშირად შეიცვლება და გამოკვეთილი აუტსაიდერების დასახელებაზე ფიქრი ნაადრევია.
სატურნირო მდგომარეობა I წრის დასრულების შემდეგ
სიმბოლური გუნდი
მეკარე: ლაზარე კუპატაძე ("დინამო ბათუმი"). მცველები: გურამ კაშია ("ლოკომოტივი"), ოლექსანდრ აზაცკი ("დინამო ბათუმი"), დავით კობოური ("დინამო თბილისი"). ნახევარმცველები: ჯაბა ჯირაური ("დინამო ბათუმი"), ირაკლი ბიძინაშვილი ("დილა"), ლუკა გაგნიძე ("დინამო თბილისი"), იური ტაბატაძე ("საბურთალო"). თავდამსხმელები: თორნიკე კირკიტაძე ("ლოკომოტივი"), ზორან მარუშიჩი, გიორგი გაბედავა (ორივე "დინამო თბილისი").ნომინაციები
საუკეთესო მეკარე: ლაზარე კუპატაძე ("დინამო ბათუმი"). პირველი წრის დასრულების შემდეგ, ყველაზე ცოტა გოლი ბათუმურ კლუბს ჰქონდა გაშვებული. თანაც, ბოლო ტურამდე "დინამოს" საერთოდ წაგებაც არ ჰქონია. ამაში განსაკუთრებული როლი გუნდის მცველებსა და მეკარეს მიუძღვის. "საბურთალოს" აღზრდილმა გოლკიპერმა ახალ გუნდში საწყისი 9 შეხვედრიდან 5-ში კარი მშრალად შეინახა, რაც საუკეთესო შედეგია და მხოლოდ 5 ბურთი გაუშვა, რაზე უკეთესი შედეგიც არცერთ მის კოლეგას ჰქონია. კუპატაძე სეზონს დამაჯერებლად იწყებს და ეს მარტის თვეშიც დაუფასდა, როცა ვილი სანიოლმა ის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის საქართველოს ნაკრებში იხმო.- ზორან მარუშიჩი
- დავით კობოური
- რევაზ გოცირიძე
- ლაზარე კუპატაძე
- ქობულეთის შუქურა
- წყალტუბოს სამგურალი
- თორნიკე კირკიტაძე
- იური ტაბატაძე
- უჩა სოსიაშვილი
- მიხეილ აშვეთია
- ირაკლი ბიძინაშვილი
- ლუკა გაგნიძე
- გიორგი შაშიაშვილი
- ოლექსანდრ აზაცკი
- ანდრეი დემჩენკო
- ხვიჩა შუბითიძე
- ჯაბა ჯირაური
- ქუთაისის ტორპედო
- ლევან კორღალიძე
- გია გეგუჩაძე
- გია ცეცაძე
- სოსო ფრუიძე
- გიორგი ჭიაბრიშვილი
- გიორგი გაბედავა
- დინამო ბათუმი
- თელავი
- საბურთალო
- დინამო თბილისი
- თბილისის ლოკომოტივი
- გიორგი ნემსაძე
- სამტრედია
- გორის დილა
- გურამ კაშია