ერლინგ ჰოლანდმა რობერტ ლევანდოვსკის რეკორდი გაიმეორა
ნორვეგიის ეროვნულნმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ბრწყინვალედ ჩაატარა - 8-დან 8 მატჩი მოიგო და მუნდიალის საგზური 24 ქულით გაიფორმა.
ბრწყინვალე იყო ნორვეგიელთა მთავარი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდიც, რომელმაც გოლის გატანა 8-ვე შეხვედრაში შეძლო, სულ კი თავი 16-ჯერ გამოიჩინა.
შედეგად, 25 წლის თავდამსხმელმა ერთ შესარჩევ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობით რობერტ ლევანდოვსკის რეკორდი გაიმეორა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოლონელმა ფორვარდმა 16 გოლი 10 მატჩში გაიტანა.
ჰოლანდისა და ლევანდოვსკის შემდეგ ბომბარდირებს შორის 15 გოლით კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს:
ჰოლანდი - 16 გოლი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე
ლევანდოვსკი - 16 გოლი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე
რონალდუ - 15 გოლი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე
მიატოვიჩი - 14 გოლი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე
კეინი - 12 გოლი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე
დეპაი - 12 გოლი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესაჩევ ეტაპზე
Erling Haaland has levelled Robert Lewandowski for most goals in a single #EQ campaign 🇳🇴 pic.twitter.com/GtpdIO0kfo
— UEFA EURO (@UEFAEURO) November 17, 2025