Belive

ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

3 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, პრემიერ ლიგის 28-ე ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც "მანჩესტერ სიტისა" და "ვესტ ჰემის" დაპირისპირება შედგა.

"ეტიჰადზე" გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. "ჩაქუჩების" კარში გატანილი ერთ-ერთი გოლის ავტორი კი ერლინგ ჰოლანდი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში, ერლინგ ჰოლანდმა 35 გოლის გატანა შეძლო, რაც ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ჰოლანდმა ისეთი ლეგენდების რეკორდი გააუმჯობესა, როგორიცაა: ალან შირერი (34) და ენდი კოული (34). აღსანიშნავია, რომ შირერმა და კოულმა 34 გოლის გატანა იმ დროს შეძლეს, როდესაც პრემიერ ლიგის სეზონი 42-მატჩიანი იყო - ჰოლანდს კი ამ უნიკალური შედეგის გასაუმჯობესებლად მხოლოდ 31 მატჩი დასჭირდა.

სხვა სტატიები