დიდი ალბათობით ილქაი გიუნდოგანს გალათასარაიში ვიხილავთ
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი ილქაი გიუნდოგანი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გალათასარაიში გადავა, ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L'Équipe ავრცელებს.
წყაროს ცნობით ნახევარმცველმა და თურქულმა გრანდმა ტრანსფერზე შეთახნმებას უკვე მიაღწიეს, დარჩა დეტალები, რომლებიც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა, რადგან გიუნდოგანი აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობს და ჯერჯერობით მხოლოდ ეს დაბრკოლებაა.
ზოგიერთი თურქული წყაროს ინფორმაციით არის იმის დიდი შანსიც, რომ მანჩესტერ სიტიმ გერმანელი ფეხბურთელი გუნდიდან უფასოდ გაუშვას.
Mercato : le milieu de City Ilkay Gündogan et Galatasaray se sont mis d'accord
— L'Équipe (@lequipe) June 20, 2025
➡️ https://t.co/pbHcCsDkgV pic.twitter.com/zXlaCA3eDj