ერლინგ ჰოლანდი ნორვეგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ერთა ლიგის B დივიზიონის მე-3 ჯგუფის შეხვედრაში ნორვეგიის ნაკრებმა სლოვენიას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
მატჩში დუბლი გაიფორმა ერლინგ ჰოლანდმა, რომელსაც ეროვნულ გუნდში 34 გოლი დაუგროვდა.
შედეგად, 24 წლის ფეხბურთელი ნორვეგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ერლინგმა იორგენ იუვეს გადაუსწრო, რომლის ანგარიშზე 33 გოლია (იუვემ 33-ე გოლი 1934 წელს გაიტანა).
ჰოლანდმა 34 გოლის გატანა 36 მატჩში შეძლო.
,,რა თქმა უნდა, ეს ისტორიული მიღწევაა. ბედნიერი და ამაყი ვარ.
რეკორდი დიდ ხანს მოუხსნელი იყო, მე კი წინ კიდევ ბევრი წელი მაქვს და მიხარია! - ერლინგ ჰოლანდი
ნორვეგიის ეროვნული ნაკრები მომავალ შეხვედრას 13 ოქტომბერს, ავსტრიასთან სტუმრად გამართავს.
Erling Braut Haaland skriver historie og slår den 92 år gamle rekorden med sitt 34. landslagsmål 💥🇳🇴 pic.twitter.com/WtsjUQxUcL
— Fotballandslaget (@nff_landslag) October 10, 2024