ერლინგ ჰოლანდი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
“მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერით ვამაყობ. ამ კლუბში ძალიან ბევრი ტოპ ფეხბურთელი თამაშობს, გვარდიოლა კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვფიქრობ სწორ ადგილას ვარ, რათა უფრო განვვითარდე. ინგლისში დავიბადე, ამ კლუბის გულშემატკივარი ვიყავი მთელი ბავშვობა და ქალაქის შესახებ ბევრი რამ ვიცი. თავს სახლში ვგრძნობ”.საინტერესოა, რომ ერლინგის მამა, ალფი ჰოლანდი, 22 წლის წინ გაიფორმა "მანჩესტერ სიტიმ" და 8035 დღის შემდეგ უკვე შვილი შეუერთდა ქალაქელთა რიგებს. ნორვეგიელი ფეხბურთელი ინგლისურმა კლუბმა 60 მილიონ ევროდ დაიმატა.