ერიკ ტენ ჰაგი: "მედია ტყუის - არავინ არ მიშვებს და აქ ჩემით კმაყოფილები არიან..."
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-8 ტურის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა - ერიკ ტენ ჰაგმა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მედიაში ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ მას გუნდიდან უშვებენ.
"მე კლუბის მესვეურებთან ჩემი გეგმა მაქვს და ეს გეგმა დიდი ნაბიჯებით წინ მიდის. ვიმედოვნებთ, რომ სეზონი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს.
ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით უკმაყოფილოები ვართ, პრემიერ ლიგაში ბევრად უფრო წინ უნდა დავასრულოთ ასპარეზობა, თუმცა ჯერ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი.
ჩვენ შინაგანად თავს მშვიდად ვგრძნობთ - რაც შეეხება ჩემს გაშვებას, ეს ტყუილია, არავის არ მოუმართავს მსგავსი წინადადებით, რადგან კლუბის მესვეურებთან ყოველდღიურად ვსაუბრობ. ზოგიერ მედიასაშუალებას ასე აწყობს და სწორედ ამიტომ ავრცელებენ ასეთ ინფორმაციებს..." - ერიკ ტენ ჰაგი
ტენ ჰაგის პირველ სეზონში მანჩესტერმა კარაბაოს თასი მოიგო, შემდეგ კი FA თასსაც დაეუფლა, თუმცა ჩემპიონატში ცუდი შედეგების გამო გულშემატკივრებს ეს მიღწევები არ აკმაყოფილებთ. უკანასკნელ ტურში მანჩესტერმა "ასტონ ვილასთან" უგოლო ფრე ითამაშა (0:0). ამ მომენტისთვის "ეშმაკებს" 8 ქულა აქვთ და ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ადგილზე იმყოფებიან.