Belive

ერიკ კანტონამ დაასახელა გოლი, რომელიც მისი აზრით ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ - ერიკ კანტონამ დაასახელა გოლი, რომელიც მისი აზრით ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა.

"გოლი, რომელიც მესუთ იოზილმა "ლუდოგორეცის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა.

ეს მხოლოდ ჩემი აზრია და შეიძლება მიკერძოებული ვარ, თუმცა მე მსგავსი ინდივიდუალური შესრულება, რაც იმ გოლში იოზილმა შემოგვთავაზა, არასდროს მინახავს.

ლამაზი მიღება, ელეგანტურად გადაგდებული ბურთი მეკარის თავზე, ჩამოღება, 2 მცველის საოცარი უნარით მოტყუება და კარში ლამაზად შეგორებული ბურთი.

ფეხბურთი ხანდახან ნამდვილად ხელოვნებაა..." - ერიკ კანტონა

მესუთ იოზილის გოლი "ლუდოგორეცის" კარში

სხვა სტატიები