ერიკ კანტონა 26-წლის წინანდელ ინციდენტს იხსენებს | "უფრო ძლიერად უნდა დამერტყა"
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
26 წლის წინანდელ სკანდალურ ფაქტთან დაკავშირებით კანტონამ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
"შეურაცხყოფა არათუ ერთხელ არამედ ათასჯერ მოუყენებიათ ჩემთვის, თუმცა ყოველთვის არსებობს მოთმინების ფიალა." "ამ კონკრეტულ შემთხვევას თუ გავიხსენებ, მინდა აღვნიშნო, რომ ერთადერთ რამეს ვნანობ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტის გამო 9 თვიანი დისკვალიფიკაცია მივიღე, მისთვის უფრო ძლიერად უნდა დამერტყა" , - აცხადებს კანტონა.კანტონა "მანჩესტერული" კლუბის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, მან ინგლისური კლუბის რიგებში 180 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 81 გოლის გატანასთან ერთად 62 საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო.