Belive

"ერევანში გავიმარჯვებთ, თბილისში კი მატჩი ფრედ დასრულდება" - სომეხი მწვრთნელი

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ერთა ლიგის B და C დივიზიონებს შორის გასამართი ორრაუნდიანი პლეი-ოფის საწყის მატჩში, 20 მარტს, საქართველოს ნაკრები სომხეთს სტუმრად შეხვდება. მეზობელი ნაკრებები სომხეთის დედაქალაქ ერევანში, რესპუბლიკურ სტადიონზე ითამაშებენ.

პრინციპული მატჩის წინ, "არარატ არმენიას" მთავარი მწვრთნელი, ედგარ ტოროსიანი ოპტიმისტურადაა განწყობილი. proffootball-თან საუბარში ტოროსიანი აღნიშნავს, რომ სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერევანში გაიმარჯვებს, თბილისში კი მატჩი ფრედ დასრულდება.

ამ ქვეყნების დაპირისპირება ყოველთვის ინტენსიური და საინტერესოა. სომხეთს ახალი მთავარი მწვრტნელი ჰყავს და ეს 2 მატჩი მისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება, რათა კარგად გაიცნოს ჩვენი ნაკრების მოთამაშეები.

მისასალმებელია, რომ ტიგრან ბარსეგიანი დაგვიბრუნდა. ის ძალიან კარგ ფორმაშია და ჩვენს ნაკრებს ძალიან დაეხმარება. მატჩის შედეგზე პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება - ვთვლი, რომ ცოტა გოლი გავა. ერევანში გავიმარჯვებთ, თბილისში კი მატჩი ფრედ დასრულდება. - ედგარ ტოროსიანი.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სომხეთს ორმატჩიან პლეი-ოფში დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო UEFA-ს ერთა ლიგის B-დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. პირველი მატჩი 20 მარტს ერევანში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 23 მარტს "დინამო არენაზე" შედგება.

სხვა სტატიები