Belive

ემანუელ პეტი: ,,მბაპე რეალის ისტორიაში ერთი რიგითი ფეხბურთელი იქნება''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ემანუელ პეტის, არ სურს, რომ კილიან მბაპემ კარიერა მადრიდის ,,რეალში'' გააგრძელოს:

,,რეალი მზად იყო, რომ მბაპესთვის წითელი ხალიჩა დაეგო და მისთვის უამრავი ფული მიეცა. თუმცა, ახლა სიტუაცია შეიცვალა. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ მადრიდელებმა თავი დაღალატებულად იგრძნეს.

გარდა ამისა, რეალს ჰყავს ბელინგემი, რომელიც ახლა გუნდის მთავარი ვარსკვლავია. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ რეალში იყოს რამდენიმე მინი ვარსკვლავი, რომელიც ერთდროულად გაიბრწყინებს? იცით ეს გუნდი როგორ მუშაობს? ყველაფერი ძალიან რთულადაა, იქ ბევრს დიდი ეგო აქვს...

მბაპე რეალის ისტორიაში ერთი რიგითი ფეხბურთელი იქნება. კლუბს არაერთხელ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული, მადრიდში ოქროს ბურთის ბევრ მფლობელს უთამაშია, ისინი ამ ყველაფერს მიჩვეულნი არიან.

თუ მბაპე რეალში წავა, მოუწევს, დაამტკიცოს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ეს მისთვის მარტივი არ იქნება, რადგან ახლა ისე არ დახვდებიან, როგორც 18 თვის წინ დახვდებოდნენ.

მბაპეს ადგილას რომ ვიყო, საკუთარ თავს ვეტყოდი: ,,რეალში გადასვლა რომ მდომოდა, ამას ადრე გავაკეთებდი. თუ პარიზში დავრჩები და ჩემპიონთა ლიგას მოვიგებ, გუნდის ისტორიაში სამუდამოდ შევალ.''

ჩემი აზრით, არჩევანი რეალსა და პრემიერლიგას შორისაა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ბელინგემის რეაქცია, თუ მბაპე სამეფო გუნდში გადავა? მათ მისთვის ხელფასის შეცვლა მოუწევთ. კილიანი თავისუფალი აგენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ბევრ ფულს მიიღებს. დიდ ფეხბურთელებს სურთ, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი მათ ჰქონდეთ. თუ მათ ექნებათ იმის განცდა, რომ ვიღაცას მეტს უხდიან, ეს გასახდელში პრობლემებს გამოიწვევს.'' - ემანუელ პეტი

მბაპეს ტრანსფერით მადრიდის ,,რეალი'' და ,,ლივერპული'' ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში 25 წლის შემტევის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 25 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონი ევროა.

სხვა სტატიები