ენდო კაისედოს ნაცვლად - ლივერპულმა ჩამშლელი ნახევარმცველი შეიძინა
მოისეს კაისედოს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, მერსისაიდულმა განრმა მის ალტერნატივას გერმანიაში მიაგნო. გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპულმა" 30 წლის ვატარუ ენდო 18 მილიონ ევროდ შეიძინა.
"ლივერპულსა" და "შტუტგარტს" შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ენდო ინგლისში გაემგზარვა და ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, სამედიცინო შემოწმების პირველ ეტაპს გადის.
Wataru Endō, currently undergoing first part of medical tests as new Liverpool player after surprising move revealed yesterday night 🚨🔴🇯🇵 #LFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 17, 2023
Endō travelled to Merseyside on Thursday night with his camp after Stuttgart green light to complete his dream move. pic.twitter.com/FCa9zyNcNU
30 წლის იაპონელი ჩამშლელი ნახევარმცველი "შტუტგარტს" 2020 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში, გერმანული კლუბის მაისური 99 შეხვედრაში მოირგო, სადაც 12 გოლის გატანა შეძლო.