ემპოლი ატალანტასთან დამარცხდა | საბა გოგლიჩიძის შეფასება
9 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში, "ატალანტასა" და "ემპოლის" დაპირისპირება შედგა. ბერგამოში გამართული მატჩი, მასპინძლების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
"ემპოლის" მაისურით ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა საბა გოგლიჩიძემ, რომელმაც მოედანი ტრავმის გამო, მე-80 წუთზე, იმ დროს დატოვა, როდესაც ტაბლოზე საყაიმო ანგარიში (2:2) იყო დაფიქსირებული. სამწუხაროდ, "ემპოლიმ" ქულის გადარჩენა ვერ შეძლო და მესამე გოლი 86-ე წუთზე გაუშვა. ავტორიტეტულმა ვებგვერდმა Sofascore-მ კი ქართველი მცველის თამაში 6.7 ქულით შეაფასა.
მოედანზე ყოფნის განმავლობაში, გოგლიჩიძემ 25-დან 22 ზუსტი პასი გააკეთა და 5-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო.
სერია A-ს მე-18 ტურის შეხვედრას, "ემპოლი" 28 დეკემბერს, 18:00 საათზე, "ჯენოას" წინააღმდეგ გამართავს.