Belive

"ემოციური ჯადოქარი საქართველოდან" - ამსტერდამში შოთა არველაძე გაიხსენეს

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას შოთა არველაძეს არაერთ კლუბში უთამაშია, თუმცა, მისი "აიაქსში" მოღვაწეობა ყველასაგან გამორჩეული იყო. თურქეთიდან ნიდერლანდებში ჩასულმა ახალგაზრდამ ამსტერდამელი ქომაგების გული მალევე დაიპყრო. წლების შემდეგაც, ქართველის გოლები "აიაქსის" გულშემატკივარს არ დავიწყებია. არც ის სიყვარული გაქარწყლებულა, რომელიც წლების წინ არველაძემ საკუთარი გასაოცარი თამაშით დაიმსახურა. ამსტერდამელმა ქომაგმა ის კიდევ ერთხელ გაიხსენა და სტატიაც მიუძღვნა.

1997 წელს "აიაქსის" მთავარი მწვრთნელის მორტენ ოლსენის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ამსტერდამში ბევრი ახალი მოთამაშე ჩამოვიდა. ყველას გული კი, "ტრაბზონსპორიდან" მოსულმა ქართველმა თავდამსხმელმა მოიგო. ეს იყო შოთა არველაძე.

შოთას საოცარი გოლების გატანა ისე შეეძლო, როგორც არავის. ემოციურ და უაღრესად ჭკვიან თავდამსხმელს კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება ჰქონდა: დამაჯერებელი გულშემატკივრობა. 2000 წლის საშინელ სეზონში მან "ამსტერდამ არენაზე" საოცარი გოლი გაიტანა, რომელიც გულშემატკივარს დღესაც ახსოვს. ამ გოლის აღნიშვნა კი ფოტოგრაფმა რონ რიშელმა საუკუნოდ შემოინახა.

ეს ფოტო კლუბის 100 წლის იუბილეზე არის გადაღებული.

შეკრული მუშტები და მის მიერ გამოხატული ემოცია, სიხარულისა და იმედგაცრუების კარგი ნაზავია. ოლსენის ხელმძღვანელობის ქვეშ გატარებული პირველი პერიოდი არველაძისთვის სასიამოვნო იყო. ის საკუთარ თანაგუნდელებთან - ძმებ დე ბურებთან, მაიკლ ლაუდრუპთან, სანდეი ოლისესთან და ტიჯანი ბაბანგიდასთან ერთად, ნიდერლანდების მოედნებზე ნამდვილ ქარიშხალს ატრიალებდა. რასაც ჩვენ ვხედავდით ჯადოსნური იყო.

თბილისელი ჯადოქრისთვის დრო სხვანაირად მოქმედებს. იმ წელს მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რომელიც დიდი ხანი აწუხებდა. ამ სეზონში "აიაქსმა" კიდევ ერთი თავდამსხმელი - ლეგენდარული ნიკოს მახლასი დაიმატა. 9 ნომრისთვის ბრძოლა სამ ფორვარდს უწევდა. ბენი მაკკარტიმ გუნდი დატოვა და "სელტაში" გადავიდა. ბრძოლაში ორი თავდამსხმელი რჩებოდა. 1999/2000 წლების სეზონში მახლასმა 2037 წუთი, ხოლო არველაძემ - 1013 წუთი ითამაშა. ბერძენმა 14-ჯერ გაიტანა, ქართველმა კი 5-ჯერ.

მიუხედავად ამისა, დღეს შოთა ამსტერდამის მეფედ გვესახება. ქართველ თავდამსხმელს თავისი გიჟური გადაწყვეტილებებითა და მოქმედებებით საჯარიმოში, გულშემატკივრის გაოცება მარტივად შეეძლო.

ყოველ კვირას გამოცემა ajaxlife.nl ფოტოგრაფ რონ რიშელის არქივიდან ფოტოებს აქვეყნებს და მათ შესახებ პატარა ისტორიებსაც გვიყვება.

სხვა სტატიები