ემილიო ნსუემ აფრიკის თასის რეკორდი დაამყარა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
აფრიკის ერთა თასის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ეკვატორული გვინეის ნაკრებმა გვინეა ბისაუს 4:2 მოუგო.
მატჩში 3 გოლი გაიტანა ემილიო ნსუემ, რომელიც, 34 წლისა და 110 დღის ასაკში, ტურნირის ისტორიაში, ჰეთ-თრიკის ყველაზე ასაკოვანი ავტორი გახდა.
გარდა ამისა, ეს ბოლო 16 წლის განმავლობაში აფრიკის თასზე პირველი ჰეთ-თრიკია (2008 წელს მაროკოელმა სუფიან ალუდიმ 3 გოლი ნამიბიას გაუტანა).
A ჯგუფის 2 ტურის შემდეგ, ეკვატორულ გვინეას 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ბოლო ტურში ნსუეს ნაკრები მასპინძელ კოტ-დ'ივუარს შეხვდება.