Belive

მოგების აღნიშვნას გვინეის 6 გულშემატკივარი შეეწირა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გვინეის ფეხბურთის ფედერაცია და ყოფილი ვარსკვლავი პასკალ ფეინდუნო გვინეის ნაკრების გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მას შემდეგ რაც მათმა ქვეყანამ აფრიკის თასზე პირველი შეხვედრა მოიგო, ფანების ზეიმი არეულობაში გადაიზარდა და 6 ადამიანი დაიღუპა.

BBC-ის ინფორმაციით, გამბიასთან გამარჯვების შემდეგ, გვინეის დედაქალაქი კონაკრი ავტომობილებითა და მოტოციკლებით გაივსო, რამაც კოლაფსი გამოიწვია.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გულშემატკივრები და საზოგადოება მოზომილები უნდა იყვნენ სიხარულის გამოხატვისას. ფეხბურთის მიზანი ბედნიერების მოტანაა და არ გვინდა დიდი სიხარული გლოვაში გადაიზარდოს. ყველას მოვუწოდებთ, იზეიმონ, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობას ყველა გაუფრთხილდეს. - გვინეის ფეხბურთის ფედერაციის მედია-მენეჯერი, ამადუ მაკაჯი

გვინეა არის ქვეყანა, სადაც ხალხი გატაცებულია ფეხბურთით და ისინი გამორჩეულად ემოციურად განიცდიან წარმატებასაც და წარუმატებლობასაც. C ჯგუფში გვინეა 4 ქულით მეორე ადგილს იკავებს, სენეგალს ორიდან ორი მოგება აქვს და პირველზეა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ერთმანეთს სწორედ გვინეა და სენეგალი დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები