Belive

ემილიანო მარტინესი: "მესის 50-წლამდე თამაში შეუძლია..."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ასტონ ვილას" მეკარემ - ემილიანო მარტინესმა, 2022 წლის მუნდიალის ფინალის წინ, ლეო მესიზე და არგენტინის ნაკრებზე ისაუბრა.

"საუბარს ლეო მესიზე დავიწყებ - პირადად ჩემი დაკვირვებებ, მას 50-წლამდე თამაში თავისუფლად შეუძლია. მესმის ის ფაქტი, რომ 50 წელი ძალიან ბევრია ფეხბურთის სათამაშოდ, ისიც მესმის რომ მაგ ასაკში ნაკლებად დაიტვირთვება, თუმცა ჩემი აზრით, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს მესი, ბურთთან კონტაქტი მასზე კარგად არასდროს არავის არ შეეძლება.

იგი ყველაფერს მარტივად აკეთებს და ყველაფერს მარტივად აჩენს, ეს ყველაზე რთულია. იმის თქმაც თამამად შემიძლია, რომ მესისთან თამაშმა ჩემს კარიერაში დიდი გავლენა მოახდინა, მან ძალიან გამზარდა როგორც ფეხბურთელად, ასევე ადამიანურად.

წამოდით არგენტინაში, ქუჩაში გავიაროთ და ხალხს ვკითხოთ, ვინ უფრო მეტად უყვართ, არგენტინის პრეზიდენტი - ალბერტო ფერნანდესი თუ ლიონელ მესი?! - ყველას პასუხი იქნება ერთი და ეს იქნება - ლეო მესი.

მესი არის ნომერ პირველი, შრომისმოყვარე და ყველასთვის გამაოგნებელი ფეხბურთელი. მთელი გუნდი ვცდილობთ მის დარწმუნებას, რომ მას მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში შეეძლება. დიდი იმედი მაქვს, რომ ლეო შემდეგ მსოფლიოზეც დაგვეხმარება".

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი კვირას, 18 დეკემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები