Belive

ემილიანო მარტინესი: "ფინალში არეულობა არ უნდა მოხდეს"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა ამერიკის ფინალის წინ ჟურნალისტებთან არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ და მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ისაუბრეს. ორივე გამოეხმაურა იმ დაპირისპირებას, რომელიც კოლუმბიასა და ურუგვაის მატჩის შემდეგ, ტრიბუნებზე დაიწყო. ჩხუბში ფეხბურთელებიც იყვნენ ჩართული - ასეთი ფაქტის წინაშე წარსულში თავად ემილიანო მარტინესიც დამდგარა, როცა "მარაკანაზე" სპეც დანიშნულების რაზმის წევრებს დაუპირისპირდა.

ფეხბურთელები მისაბაძი მაგალითი უნდა იყვნენ. ვნახე ფოტოები ნახევარფინალიდან და ისინი თითქოს 50 წლის წინანდელია. როგორც არგენტინელებისთვის, ასევე კოლუმბიელებისთვის, ეს იქნება დღესასწაული და მთელი გულით ვისურვებ, რომ ამის გადაცემა ტრიბუნებისთვისაც შევძლოთ, რათა ძალადობა აღარ განმეორდეს. ვამბობ, რომ ფეხბურთელები ჩხუბში არ უნდა ერეოდნენ, თუმცა თუ ჩვენო ოჯახის წევრებიც შუაგულ დაპირისპირებაში აღმოჩნდებოდნენ, არავინ იცის რას გააკეთებდა. - განაცხადა ლიონელ სკალონიმ
ასეთი შემთხვევა ჩვენც გვქონდა ბრაზილიაში, მარაკანაზე. ტრიბუნებზე იყვნენ ჩემი ნათესავებიც და ვხედავდი, რომ ქალებსა და ბავშვებს ურტყამდნენ. ყველანაირად უნდა აირიდო მსგავსი რამ, მაგრამ როცა ეს ხდება ვერ გავამტყუნებ დარვინ ნუნიესს, რომელიც ტრიბუნებზე ავიდა. ფინალში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული უნდა იყოს, რომ მხოლოდ ფეხბურთით შევძლოთ სიამოვნების მიღება - ამბობს ემილიანო მარტინესი პრესკონფერენციაზე

კოპა ამერიკის ფინალი კოლუმბიასა და არგენტინას შორის, 15 ივლისს, გამთენიისას დაიწყება. 'კონმებოლმა' უკვე მოითხოვა, რომ "ჰარდ როკ სტადიონზე" უსაფრთხოება განსაკუთრებულად იყოს დაცული. არგენტინა მოქმედი გამარჯვებულია და ტიტული 15-ჯერ აქვს მოპოვებული, კოლუმბიას კი ისტორიაში მხოლოდ ერთხელ - 2001 წელს.

სხვა სტატიები