Belive

"ლაუტარო მარტინესი ოქროს ბურთის მოგებას ყველაზე მეტად იმსახურებს" - ლიონელ სკალონი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონელ სკალონი 2024 წლის ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტად ლაუტარო მარტინესს ასახელებს, ეს მან ბოლოვიასთან მატჩისწინა პრესკოფენციაზე განაცხადა. ლაუტარო მარტინესს 2023/24 წლების სეზონი შესანიშნავი ჰქონდა და მისი მწვრთნელი, ეროვნულ ნაკრებში თვლის, რომ ეს საკმარისი იყო ოქროს ბურთის მოსაპოვებლად. "ინტერის" თავდამსხმელი ნომინირებულ 30-კაციან სიაშია.

მას სანახაობრივი წელი ჰქონდა, ფინალში გაიტანა და გახდა კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირი, ის ოქროს ბურთის მოგებას ყველაზე მეტად იმსახურებს.

იმედი მაქვს, რომ ის შეძლებს მოგებას, ის არის ბიჭი, რომელსაც ძალიან ვაფასებ. თუ ახლა ვერ მოახერხებს მოგვიანებით მაინც მიაღწევს მიზანს, რადგან მას ჯერ კიდევ დიდი მომავალი აქვს.


- ლიონელ სკალონი - არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ლაუტარო მარტინესმა 2023/24 წლების სეზონში "ინტერთან" ერთად, იტალიის სერია A, იტალიის სუპერთასი მოიგო. ასევე მოახერხა ინდივიდუალური ჯილდოების მოგებაც, 24 გოლით ის გახდა იტალიის საუკეთესო ბომბარდირი და იტალიის სერია A-ს 2023/24 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე (MVP).

საკლუბო დონეზე გამარჯვებების გარდა, მან არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო და 5 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

2024 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 28 ოქტომბერს, პარიზში გაიმართება.

სხვა სტატიები