ემილიანო მარტინესი: "ჩემი კერპები?! მხოლოდ დედა და მამა..."
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ასტონ ვილას" მეკარე - ემილიანო მარტინესი, 2022 წლის ფიფას დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
სწორედ ფიფას დაჯილდოების დროს, როდესაც იგი წლის მეკარედ დაასახელს, სცენაზე საკმაოდ ემოციური სიტყვით.
"ბევრისთვის შეიძლება კონკრეტული ფეხბურთელი და გუნდი ან თუნდაც საფეხბურთო ნაკრები იყოს მისი შთაგონების წყარო და კერპი. ჩემთვის სულ სხვა რამესთან ასოცირდება ეს სიტყვა.
ძალიან სიღარიბეში გავიზარდე, ბავშვურ წლებში 24 საათის განმავლობაში ვუყურებდი და მეტირებოდა, თუ როგორ ალაგებდა დედაჩემი სხვის სახელებს დაახლოებით 8-9 საათის განმავლობაში. ვხედავდი, როგორ გადიოდა ღამეები ისე, რომ მამაჩემი სახლში ვერ მოდიოდა, რადგან სამსახურში ათენებდა დღესაც და ღამესაც.
სწორედ ამ ფაქტმა გამაძლიერა და სწორედ ჩემი მშობლები არიან ჩემი კერპებიც და შთაგონების წყაროებიც. მე მათი მადლობელი ვარ და სწორედ მათ გამო ვცდილობ, რომ ვიყო წარმატებული ადამიანი. ეს ჯილდო ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და აღიარებაა..."