Belive

ელიოტი: "შემთხვევითობა იყო, მეტოქე წითელ ბარათსაც არ იმსახურებდა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში "ლივერპულის" 18 წლის ფეხბურთელმა ჰარვი ელიოტმა "ლიდსის" მცველის, პასკალ სტრუიკის ვარდნის შემდეგ ფეხი მოიტეხა. სოციალურ ქსელში ცნობილმა გვერდმა, 433-მა "ლიდსის" ფეხბურთელის კომენტარი გამოაქვეყნა. სტრუიკმა ელიოტს გამოჯანმრთელება უსურვა და თქვა, რომ ასეთ რამეს არავის უსურვებდა.

ჰარვიმ 433-ის პოსტის კომენტარებში პასკალს უპასუხა: "მისი ბრალი არ ყოფილა. წითელ ბარათსაც არ იმსახურებდა, შემთხვევითობა იყო, მაგრამ მსგავსი რაღაცები ფეხბურთში ხდება. მე უფრო ძლიერი დავბრუნდები. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის," - დაწერა ელიოტმა.

სხვა სტატიები