Belive

Ნეიმარს პირადობის მოწმობა მოპარეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი მორიგ უსიამოვნებაში გაეხვა. Პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელს ამჯერად პირადობის მოწმობა მოპარეს. Როგორც ფრანგული მედია-საშუალებებიდან ირკვევა, ეჭვმიტანილმა ფეხბურთელის საბუთის გამოყენება ფინანსური სარგებლის ნახვის მიზნით გადაწყვიტა. Ცნობილია ისიც, რომ უშუალოდ ბრაზილიელის გარემოცვამ მომხდარის შესახებ იქამდე არ იცოდა არაფერი, ვიდრე მათ პრესის წარმომადგენლები არ დაუკავშირდნენ. Ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. Შეგახსენებთ კორონავირუსის პანდემიის შედეგად, საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა, პარიზული გრანდი კი ჩემპიონად აღიარეს. მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა სეზონი 15 მატჩში 13 გოლით და 6 საგოლე გადაცემით დაასრულა.

სხვა სტატიები