Belive

ეგოიანის მაკრატელა ბრედასთან | რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა?

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ჩემპიონატის 22-ე ტურში ბრედამ ექსელსიორს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ტურნირის ბოლოადგილოსანთან მოგება, ექსელსიორისთვის, მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან ვერცერთი მოიგო (წაგება და ზედიზედ 4 ფრე).

ირაკლი ეგოიანმა, რომელიც ექსელსიორის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია, ეს შეხვედრაც სრულად ჩაატარა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა, 31-ე წუთზე, გუნდელის საჯარიმოში ჩაწოდება 'მაკრატელა' დარტყმით დააგვირგვინა (ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ეგოიანს, ნიდერლანდების ჩემპიონატში, აკრობატული გოლი გააქვს). ანგარიში 0:2 გახდა და აღარაფერი შეცვლილა.

ეგოიანმა, მინდვრის მოთამაშეებს შორის, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა (7.8-დან 8.0-დე / SOFASCORE და WHOSCORED). ქართველს მხოლოდ ექსელსიორის მეკარემ, სტინ ვან გასელმა აჯობა. ეგოიანმა, მიმდინარე სეზონში, მეოთხე გოლი გაიტანა.

ექსელსიორს 26 ქულა აქვს და მე-10 ადგილს იკავებს, ისინი შემდეგ ტურში ალკმაარს უმასპინძლებენ.

სხვა სტატიები