Belive

ეფენბერგმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ,,ბაიერნის'' ყოფილი ფეხბურთელი, შტეფან ეფენბერგი, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარ ფავორიტად მადრიდის ,,რეალს'' მიიჩნევს:

,,მთავარი ფავორიტი რეალია, თუმცა ინტერსაც ვაკვირდები, რომელიც ძალიან მონდომებულია და გასული სეზონის მსგავსად, ფინალში გასვლა სურს. ასევე, ფავორიტთა შორისაა მანჩესტერ სიტი, შემდეგ კი - ბაიერნი.

რა გამოარჩევს რეალს? გამოცდილი და ახალგაზრდა ვარსკვლავების კომბინაცია. კარლო ანჩელოტი ამ გუნდში თავს კარგად გრძნობს და იცის, რა არის მათი ამოცანა. შეიძლება, რეალს გაუმართლა კიდეც, რომ ბენზემა გუნდიდან წავიდა, რადგან თავი ვინისიუსმა და სხვებმა გამოიჩინეს.'' - შტეფან ეფენბერგი

,,რეალი'' ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია, სადაც ,,ლაიფციგთან'' გამართულ პირველ მატჩში სტუმრად 1:0 იმარჯვა.

კარლო ანჩელოტის გუნდს ევროტურნირის მიმდინარე სეზონში 7-დან 7 მოგება აქვს.

სხვა სტატიები